ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს. 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები მუცლისა და მხრის მიდამოში აქვს. შემთხვევა ღამის საათებში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი  ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ღამის საათებში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“მეტრონომს” შსს-ს პრესასმსახურში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....