საზოგადოება

“თურმე გიგის ცოლი ვგონივარ…”

“ტაბულას” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და  “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ, გიგი უგულავს მიმართავს:

“მალტაზე ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი გამესაუბრა, ადრე შენახვედრი ვარ – ერთხელ, 2006 წელს.

მომიკითხა როგორც ხარო, წონაში დაგიკლია ალბათ ინერვიულეო (კარგად ინფორმირებულია ქართულ ამბებზე და ვიფიქრე იცის, აგიზგიზებული კოცონის ამბავი).

არა, რას ამბობთ, არ მინერვიულია – უბრალოდ თქვენ რომ გნახეთ, ბავშვი მყავდა ახალი გაჩენილი, ეგ რა სანერვიულო იყო, მთავარია საქმე გამოვიდეს, ერთადერთი რაც აღსანიშნავია, როგორი მიზოგენურია ჩვენი საზოგადოება – თორემ სხვა მხრივ, სახალისო დასაკვირვებელიც კი იყო ეგ პანიკა მეთქი.

მიყურებს გაკვირვებული.

თურმე გიგის ცოლი ვგონივარ და ციხეში რომ მყავდა ქმარი იმაზე მელაპარაკება. მის წარმოდგენაში, მაგაზე ვპასუხობდი, რომ მაგრად მეკიდა.”-წერს ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....