1-2 აპრილს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს უნალექო, მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი,
თბილისში – 18 გრადუსი.
31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ხვალ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 15-20 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება.
1-ელ აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში – 13-18 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში იწვიმებს, დილით ნისლი იქნება.
2 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა.
3 აპრილიდან 6 აპრილამდე საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.