ფონდ „ქართუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილთან, მომღერალ ბერასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„რამ გამახსენა არ ვიცი, მაგრამ გამახსენდა რა… ერთხელ, საუბარში ბერას ვუთხარი Black Sea Arena-ზე კონცერტის ჩატარებაზე რას ფიქრობ -თქო, მსმენელს მოენატრე და კარგი იქნება -თქო, რა მიპასუხა? მერიდება,ზოგმა შეიძლება არასწორად გაიგოსო…
სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, სხვა რომ ყოფილიყო, მამამისის აშენებულ საკონცერტო დარბაზში პირველი გამართავდა კონცერტს”, -წერს მენაბდიშვილი.