ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის – ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, მის სამოქმედო არეალში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სატყეო უბანზე, უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით ხის სამასალე მორები და ქრთამის სანაცვლოდ, თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთერთი მოქალაქისთვის.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....