დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მამალაძის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ დეკანოზის პატიმრობაში დატოვება უკანონო იყო, ვინაიდან არავითარი საფრთხე მისი გარეთ ყოფნის პერიოდში, არც მტკიცებულებების განადგურების, არც მიმალვისა და არც მოწმეებზე ზეწოლის არ არსებობდა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულის თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები. დეკანოზის ადვოკატები ბრალდებულის 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდნენ.