ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:
“არ დავასახელებ ბანკს (მეუხეხულება, რადგან მათი კლიენტი ვარ)… დღეს მირეკავენ და რაღაც შიდა საბანკო ცვლილებების ამბავში, ჩემი იდენტიფიცირებისთვის, პირად ნომერს მეკითხებიან, კითხვები გვაქვს თქვენთანო და დაგისვამთო. მე ვპასუხობ, ეს არაა სწორი, რომ პირად ნომერს მეკითხებით და რაღაც კითხვებს მისვამთ ტელეფონზე, საიდენტიფიკაციოდ, როცა იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ლამის ყველას გვისმენენ და გვიღებენ-მეთქი. ძლივს გავაგებინე, რატომ გამიჩნდა პროტესტი პირადი ინფორმაციის ტელეფონზე გამოკითხვის გამო. ამ ქვეყანაში რომ საერთოდ არაა დაცული არაფერი პირადი, ეგ დიდი ხანია ვიცოდი, მაგრამ ბანკებიც თუ ფეხებზე იკიდებდნენ კლიენტის პირად მონაცემებს, ეგ აღარ! მალე ალბათ ტელევიზორში გამოგვაცხადებინებენ პირად ნომრებს, რას ვჭამთ, რას ვსვამთ, სად გადავადგილდებით, ვის ვეკონტაქტებით და რა პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციის ვართ”, – წერს გრიგოლია.