ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, დეკანოზ მამალაძემ იარაღი და ციანიდი ვისგან იყიდა“

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე დეკანოზ  გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

პროკურორი  გუბელაძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც სახელმწიფო  ბრალდებამ დეკანოზისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება მოითხოვა. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად ბრალდებულს ციანიდი და იარაღი ვინ მიჰყიდა.

„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული ფარულ გარიგებაში შევა უკვე დაკითხულ და მომავალში დასაკით პირებთან. ასევე შეეცდება მიმალვას, ვინაიდან გვაქვს დოკუმენტაცია საზღვარგარეთ მის კავშირებზე”,-აცხადებს პროკურორი.

იტვირთბა....