გუშინ, 28 მარტს, საღამოს, რუსთავში “ჯეოსთილის” ლითონის გადამდნობი ღუმელი აფეთქდა, რის შედეგად ორი მუშა დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, 2 მუშა დაშავდა მსუბუქად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აფეთქება მოხდა ქარხნის მადანის სადნო ღუმელში.
მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებული მუშები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, მათ თავდაპირველი დახმარება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაეწიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.