გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი:
“29-31 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.
1-2 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს”,– აცხადებენ სინოპტოკოსები.