უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქზე წერს:
“კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ჯარიმა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი – უქმდება.
და ეს ხდება იმ ფონზე, როცა თბილისში მომხდარი ორი მძიმე ავარიის შედეგად სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ორივე შემთხვევაში გამოძიებამ დაადგინა რომ მძღოლები ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ.
აქედან გამომდინარე, ისმის ლოგიკური კითხვა: ხელისუფლება, შენც დაბოლილი ხომ არ ხარ?” -წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.