ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ავლაბრის სასახლეში მარგველაშვილი ლატვიის პრეზიდენტს მასპინძლობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ავლაბრის რეზიდენციაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაიმონდს ვეიონისს ხვდება.  ღონისძიებას  მარგველაშვილის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინიტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფრო გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩველები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ წუთებში მიმდინარეობს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და მისი ლატვიელი კოლეგის პირისპირ შეხვედრა, ამის შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია და ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა. ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია.

იტვირთბა....