ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თბილისში ევროსაბჭოს დელეგაცია ჩამოვიდა

გვიან ღამით თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ორი წევრი ჩამოვიდა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, საპარლამენტო ფრაქციებთან, ასევე სხვადასხვა თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორთან.

განხილვის მთავარი თემები საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო რეფორმა, ე.წ. მოსმენების კანონი, მედია და მესხების რეპატრიაცია იქნება.ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები მთავარ პროკურორსა და სახალხო დამცველსაც შეხვდებიან.

იტვირთბა....