თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში მიწა ჩამოვარდა, რასაც აღნიშნული შემთხვევა მოჰყვა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
იტვირთბა....

