საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ”მოსმენების კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა ამავდროულად ის მზადყოფნას გამოთქვამს ახალი სისტემის შექმნისთვის იბრძოლოს:
”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ე.წ. მოსმენების ახალი სისტემა უნდა ამოქმედდეს 2017 ელის 31 მარტიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, ე.წ. ვეტო მოსმენების კანონთან დაკავშირებით და ამით ჩვენ ფაქტობრივად ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა შეგვექმნა თვისობრივად ახალი დამოუკიდებელი სისტემა. საქართველოს პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ამავე დროს, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ის ფაქტი, რომ მრავალი ორგანიზაცია თუ ადამიანი აპირებს, რომ ახალი სისტემის შექმნისთვის იბრძოლოს სხვადასხვა სამართლებრივ ასპარეზზე, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოში თუ სტრასბურგში. საქართველოს პრეზიდენტს ექნება აქტიური კონსულტაცია ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც ამ ბრძოლაში არის დაინტერესებული”, – განაცხადა ანა დოლიძემ.