ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა

 

ბათუმში, დღეს გამთენიისას, ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში, ხანძრის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 1600 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლს თითქმის ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა, თუმცა დაზარალდნენ ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

იტვირთბა....