ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ მიიღებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას უფასოდ?

მოქალაქეებს რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაუქმებული აქვთ ან მოქმედების ვადა 31 მარტს ეწურება, ახალ მოწმობას უფასოდ მიიღებენ. ამ აქციით ისარგებლებენ ის პირებიც, რომელთა რეგისტრაციის მისამართი არ არსებობს ან არ არის ზუსტი.

ასევე მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე, რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები და მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები.

აქცია შეეხება ამ კატეგორიის სრულწლოვან მოქალაქეებსა და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე 18 წელი უსრულდებათ.

აქცია 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

იტვირთბა....