ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი ყინვები: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

22 – 24 მარტის  ჩათვლით ღამის საათებში, როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ყინვებია მოსალოდნელი. „მეტრონომთან“ საუბრისას მეტეოროლოგი სვეტლანა ნიორაძე ამბობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის  ტემპერატურა ზოგან – 1 , -5 და -6 გრადუსამდე დაეცემა.

ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში  -1 და +4 დემპერატურა  დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთაში -5  და -6  იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში  ამაღამ -8 და -3 გრადუსია მოსალოდნელი. ხოლო 24  მარტიდან  ყინვები უკვე შესუსტდება.

მეტეოროლოგის თქმით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5 გრადუსიანი   ყინვის გამო შესაძლოა საადრეო ხეხილის და ყვავილის კვირტების დაზიანება მოხდეს.

ნიორაძის ინფორმაციით, 24 იანვრიდან ტემპერატურა უკვე მოიმატებს და თვის ბოლომდე ჰაერი როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოში +20 დან +23 გრადუსამდე გათბება.

იტვირთბა....