ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

“ნიუ იორკ თაიმსი”-ს  ცნობით, ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს ოჯახის წარმომადგენელი ფრაზერ სეიტელი.

სეიტელის თქმით, მაგნატი  საკუთარ სახლში პაკანტიკო ჰილსში გარდაიცვალა.

დევიდ როკფელერი 1915 წლის 12 ივნისს დაიბადა. ამერიკელი ბანკირი და ფილანტროპი, ნავთობის მაგნატის,”სტანდარტ ოილის” დამფუძნებლის, ჯონ დ. როკფელერის შვილიშვილი იყო.

ფორბსის-ს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება $3,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ როკფელერმა გულის გადანერგვის ოპერაცია 7-ჯერ ჩაიტარა.  პირველი ოპერაცია 1976 წელს, ავტოავარიის შედეგად ჩაუტარდა, ხოლო ბოლო, მე-7 გულის ოპერაცია- 2016 წელს:

“ყოველჯერზე, როდესაც ახალ გულს მიდგამენ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს სხეულში სიცოცხლის ახალი ნაკადი ჩაედინა. თავს ახალი ენერგიითა და ახალი სიცოცხლით აღსავსე ვგრძნობ”, – აცხადებდა  როკფელერი ჟურნალისტებთან.

 

იტვირთბა....