ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია

სინოპტიკოების ინფორმაციით, თბილისში ყველაზე ძლიერი ქარი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. აქ ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, აღნიშნულ ადგილზე ქარის სიჩქარემ წამში 32 მეტრი საათში შეადგინა. სპეციალისტების თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ქარი დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება.

ამინდის გაუმჯობესებას და ტემპერატურის მატებას სინოპტიკოსები ხვალიდან გვპირდებიან. ქარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა არ შეუფერხებია.

იტვირთბა....