”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეები დღეს თბილისის მერიასთან შეკრებას გეგმავენ. დაზარალებულები მერიისგან ითხოვენ წერილობითი ფორმით დადასტურებულ თანხმობას, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარვის დადგმასთან დაკავშირებით.
დაზარალებულების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კარვის დადგმას ნებართვის მიღება არ სჭირდება, პოლიცია მათ მთავრობის შენობასთან კარვის დადგმის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ადვოკატის ინფორმაციით, შიმშილობის აქცია, რომელიც ”ბავშვთა სამყაროს” დამწვარ შენობასთან მიმდინარეობს, კანცელარიასთან გაგრძელდება.
იტვირთბა....