ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე აღდგება

იტვირთბა....