რუსთაველზე, პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალზე ასული კაცი ჩამოიყვანეს. პოლიციელებმა ის ძველი თბილისის სამმართველოში გადაიყვანეს.
50 წლამდე მამაკაცს ჯოხი და, სავარაუდოდ, ცივი იარაღიც ჰქონდა. ის ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდენას აპროტესტებდა. მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.