ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა, თუმცა მსოფლიო ლიდერებმა შეხვედრამდე ერთმანეთს არც ხელი ჩამოართვეს და არც ერთმანეთისთვის შეუხედავთ.
„შეგიძლიათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვათ? – იკითხა ოვალურ კაბინეტში მყოფმა მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თუმცა მერკელი ტრამპის მოქმედებას დაელოდა. ტრამპმა კი, თავის მხრივ, მოქმედება არ შეცვალა და სტუმარს მაინც არ შეხედა.
ვაშინგტონში, თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრა 14 მარტს იგეგმებოდა, თუმცა აშშ-ში უამინდობის გამო, რამდენიმე დღით გადაიდო.
ამერიკის პრეზიდენტმა ტრადიცია დაარღვია და გერმანიის კანცლერს თეთრი სახლის კართან შეხვდა, შემდეგ კი, ოვალურ კაბინეტში გაუძღვა. ბარაკ ობამას და მისი წინამორბედების დროს, უცხოელ ლიდერებს ჩვეულებრივ, თეთრი სახლის მაღალჩინოსნები ხვდებოდნენ.

