ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა რისკები არსებობს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით: შს მინისტრის მოადგილის კომენტარი

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე საუბრობს:

„ერთი რისკი არის საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის გამოყენება მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყანაში შეღწევის მიზნით. მეორე- ეს არის საქართველოს მოქალაქეთა სწორი ინფორმირება. მესამე- ეს არის მონაცემთა სწორი და სამართლებრივად მოწესრიგებული მიმოცვლა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვინც დაარღვია ვადები, დაბრუნდეს ქვეყანაში ეფექტურად. უკვე გადავაიარაღეთ ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ტრანზიტული მგზავრების ეფექტურად გაკონტროლების მიზნით შევიძინეთ შესაბამისი აღჭურვილობა ევროკავშირის დახმარებით. პერსონალსაც ჩაუტარდა შესაბამისი მზადება და სრული მზადყოფნა გვაქვს ამ მიმართულებით“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან.

იტვირთბა....