ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა: დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთები და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული  თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი, ონის რაიონში, მდებარე 7500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობები დაუბრუნდებათ, -ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს პროკურატურას თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ჰყავდა მოქალაქე ზაურ ფირცხალაიშვილი, რომელსაც კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი.

ფირცხალაიშვილის დაკავების შემდეგ, ზემოხსენებული ქონება ხელისუფლების ინტერესის სფეროში მოექცა, რა მიზნითაც პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმროდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქონების დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ ხანგრძლივი ვადით პატიმრობაში ყოფნით. აღნიშნულის შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფ, დაკავებულ ზაურ ფირცხალაიშვილს დააწერინეს განცხადება ქონების დათმობის თაობაზე, შინაარსით, რომ მოქალაქე სახელმწიფოსადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად თმობდა ლანჩხუთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთს, რის შემდეგაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო და იგი გათავისუფლდა დაკავებიდან. საბოლოოდ,ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდეგ, ზაურ ფირცხალაიშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმებაპირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა დამატებით ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

2008 წლის სექტემბრის თვეში მოქალაქე კობა ძლიერიშვილი დაიბარეს ე.წ. მოდულის შენობაში კონსტიტუციურიუსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში. ადგილზე მისვლისას, კუდის რამოდენიმე თანამშრომელი მისგანკატეგორიულად მოითხოვდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინისდათმობას, მიზეზად კი უთითებდნენ იმას, რომ კობა ძლიერიშვილი იყო იმჟამად ძებნაში მყოფის დახელისუფლებასთან დაპირისპირებული ბიზნესმენის გოჩა ძასოხოვის ნათესავი. მათი მოთხოვნის შეუსრულებლობისშემთხვევაში კი, ემუქრებოდნენ ოჯახისთვის პრობლემების შექმნით.

კუდის თანამშრომლების მუქარის შედეგად, რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ კობა ძლიერიშვილმა ჩუქების გზითდათმო საკუთრების უფლება მის კუთვნილ ბინაზე.

2004 წლიდან მოყოლებული მოქალაქე გ. ბიჭაშვილი წარმოადგენდა ონის რაიონში, მდებარე 7500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობების კანონიერ მესაკუთრეს.

2007 წელს, ხსენებული პანსიონატის ტერიტორია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნიის  ინტერესის სფეროშიმოექცა, რა მიზნითაც აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრის მამა – გიორგი ბიჭაშვილი რამდენჯერმე დაიბარესგუბერნიის თანამშრომლებმა, რომლებიც ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაცემასმოითხოვდნენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი საქმეში პროკურატურის ჩართვით და დაკავებითემუქრებოდნენ.

განხორციელებული ზეწოლის შედეგად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ბიჭაშვილები ყველანაირადცდილობდნენ ქონების შენარჩუნებას და პროცესის გაჭიანურებას. აქედან გამომდინარე, პროცესის დაჩქარებისმიზნით, გიორგი ბიჭაშვილი გუბერნიის თანამშრომლებმა დაიბარეს ქ. თბილისში პეკინის ქუჩა N5-ში მდებარესანოტარო ბიუროში, სადაც მას დაახვედრეს მინდობილობა, თითქოს ქონების მესაკუთრე, მამამისს გ.ბიჭაშვილსნებას რთავდა განეკარგა და გაესხვისებინა საკუთრება. სინამდვილეში, მინდობილობაში მოცემული შინაარსი არგამოხატავდა მესაკუთრის ნამდვილ ნებას და იგი იყო გაყალბებული. გუბერნიის თანამშრომლების მოთხოვნით,გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შოვშიმდებარე 7500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავსსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობისგანკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხულიმათი კუთვნილი ქონება: გიორგი ბიჭაშვილს ონის რაიონში, მდებარე 7500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები, ზაურ ფირცხალაიშვილს ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი და მოქალაქე კობა ძლიერიშვილს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 219 000 ლარად ღირებული 80 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 56 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 100 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 23 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი,  მიწის ნაკვეთები და ა.შ.

იტვირთბა....