ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო შსს-მ კიდევ 6 პირი დააკავა

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა კიდევ 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 6 პირი 353-ე პრიმა მუხლით და 225-ე მუხლით. რაც მასობრივ არეულობას პოლიციელზე ან სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

დამატებით ინფორმაციას, დაკავებულების ვინაობისა და დაკავების გარემოებების შესახებ, უწყება არ ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმში მომხდარზე გამოძიება, პირთა იდენტიფიცირება და მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება.

იტვირთბა....