მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან რუსული ავიაკომპანია «ურალის ავიახაზები» სოჭი-თბილისის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ფრენების განხორციელებას დაიწყებს. რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაცია რუსული ავიაკომპანიის საიტზეა განთავსებული.
“ურალის ავიახაზები» უკვე ახორციელებს რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს მოსკოვი-ქუთაისის, ეკატერინბურგი-თბილისის, სანქტ-პეტერბურგი-თბილისის, მოსკოვი-ბათუმის, ეკატერინბურგი-ბათუმისა და სანქტ-პეტერბურგი-ბათუმის მიმართულებით. გარდა ამისა, 3 მაისიდან ეკატერინბურგი-ქუთაისის რეისების განხორციელება დაიწყება” – ნათქვამია ავიაკომპანიის ინფორმაციაში.

