ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში შეიარაღებული თავდასხმა სავარაუდოდ სტუდენტმა განახორციელა

უცხოური მედიის ცნობით, საფრანგეთის სამხრეთის ქალაქ გრასში, სკოლა-ლიცეუმში უცნობმა პირმა სროლა ატეხა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ  ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. შეიარაღებულმა ადამიანმა ლიცეუმში შესვლა მოახერხა და სროლა ატეხა. შემთხვევის ადგილას იმყოფება საფრანგეთის პოლიცია და სპეცრაზმი.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი სკოლის დირექტორს გაუხსნა.

ფრანგული მედია დაშავებულებზე ზუსტ ინფორმაციას არ აქვეყნებს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც, დაუზუსტებელი ცნობით, სტუდენტია. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი მუშაობს.

იტვირთბა....