ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

17 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, ბალანჩივაძის და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სოფელ დიღომის მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ნოსრეს, მუშათა, კელაპტრიშვილის, მესხის, ძმობის, ურიდიას და უიარაღოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....