ახალი ამბები მთავარი სამართალი

24 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული არმენ მარკარიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 02:30 საათზე ქ.ნინოწმინდაში არმენ მარკარიანს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა არშალუის სანოსიანთან, რა დროსაც არმენ მარკარიანმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით არშალუის სანოსიანს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად არშალუის სანოსიანი შემთხვევის ადგილზე  გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა არმენ მარკარიანი 2016 წლის 6 ივლისს ქ.ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

ახალციხის  რაიონულმა სასამართლომ არმენ მარკარიანი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელისსახედ და ზომად 9  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში მკვლელობა 6 ივლისს მოხდა. ნინოწმინდა–სათხის დამაკავშირებელ გზაზე, ავტომობილში, 24 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივების განმარტებით, გარდაცვლილი სოფელ დიდ არაგიალში ცხოვრობდა და რუსეთში მუშაობდა.

 

იტვირთბა....