„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის ვაჟი თორნიკე კოპალეიშვილი თბილისში დააკავეს, -ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, თორნიკე კოპალეიშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქმეზე, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება, წინასასამართლო სხდომა 12 აპრილისთვისაა ჩანიშნული. კოპალეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით, არ აკეთებენ.
იტვირთბა....