აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ექსკლუზივი: სუსი შსს-ს წინააღმდეგ – საიდან დაიწყო დაპირისპირება ბათუმში

„სუს-ი ჩასაფრებული იყო, რომ მიზეზი ჰქონოდა“ – „მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  ყოფილ წევრთან მედეა ვასაძესთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  ყოფილი წევრი მედეა ვასაძე „მეტრონომს“ ბათუმში 11 მარტის აქციის შესახებ ესაუბრა. ვასაძის აზრით, ბათუმში ღამით მომხდარი დაპირისპირება შესაძლოა კლანებს შორის  გარჩევა ყოფილიყო. მისი თმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დაპირისპირების ფაქტი იყო, რომლის შედეგადაც პოლიციის დემორალიზება მოხდა.

ვასაძე ამბობს, რომ აჭარის პოლიციის უფროსი, სუს-ისთვის მიუღებელი კანდიდატურაა. მისი განცხადებით, სუს-ი შსს-ს საკადრო ცვლილებებში აქტიურად ერევა და მღებრიშვილს გარკვეულწილად, აქვს დისკომფორტი.

დეპუტატი, წინა დღეებში მომხდარ ფაქტსაც იხსენებს, სადაც სუს-ის მაღალ ჩინოსანი თეიმურაზ ყიფიანი დააჯარიმეს. ვასაძის აზრით, ეს მშვიდობიანი აქცია, შურისძიების მიზნით, უსაფრთხოების სამსახურმა გამოიყენა, რომლემაც საკუთარი ხალხის და ჯგუფების მობილიზება მოახდინა.

მეტრონომი“: ბათუმში მომხდარი ფაქტის შემდეგ, ისევე როგორც ზოგადად საზოგადოებაში, პოლიტიკოსებს შორისაც სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ბათუმში უწყებებს შორის დაპირისპირება მოხდა. ეს იყო სუს-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს  შორის კონფლიქტი, ამის არგუმენტად კი რამდენიმე დღის წინ სუს-ის მაღალჩინოსნის პატრულის მხრიდან დაჯარიმება სახელდება…

მედეა ვასაძე: არ გამოვრიცხავ, ბათუმში ღამის ორ საათზე, მართლაც რომ ვიღაცის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია მოხდა. აზრს და ფაქტს მოკლებული არ არის ეჭვი, რომ ეს სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დაპირისპირება ყოფილიყო. ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პოლიცია ფაქტობრივად ღამით, საიდანღაც მოსული ორგანიზებული ჯგუფების მიერ დემორალიზებული იყო.

როცა ასეთ შესაძლებლობაზე ვფიქრობ, ვიხსენებ ფაქტს, როდესაც ბათუმის პლაზას ტერიტორიაზე სრულიად მომზადებული და ჩასაფრებული ჯგუფები ვნახე. თავდაპირველად აქცია ნამდვილად, ადგილობრივი მაცხოვრებლების პორტესტის საფუძველზე დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აქციაზე პასუხისმგებლობა გარკვეულმა ძალამ აიღო. აქციის მონაწიილეები, რომლებიც უკვე გვიან ღამით გამოჩდნენ, გამოირჩეოდნენ ერთი და იგივე ნიღბებით, ჩაცმულობით და მოქმედების სიზუსტით. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედებები, რომელსაც პოლიციამ წინააღმდეგობა არა კი არა, არამედ ვერ გაუწია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მერაბ ღოღობერიძე, რომელმაც ხალხს ღამით გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდა და ეს ადამიანი ფაქტობრივად სუს-ის აგენტად მოიაზრება.

– ბათუმში ადგილობრივები საუბრობენ, რომ წინა დღეს სუს-ის მაღალჩინოსანსა და პატრულს შორის დაპირისპირება მოხდა. ამ ფაქტს ხალიჩების მაღაზიის მეპატრონეც ადასტურებს, რომელიც ფაქტის თვითმხილველია. ეს შეიძლება ერთგვარი საფუძველი ყოფილიყო, რომელიც სუს-მა აჭარის პოლიციის უფროსის მიმართ, შურისძიების მიზნით გამოიყენა?

– რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა სიმართლეს ამბობს და სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თეიმურაზ ყიფიანი დააჯარიმეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მათ შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. საქმე იქამდეც კი მისულა, რომ სუს-ის მაღალჩინოსანს უთქვამს, აჭარის პოლიციის უფროსს, ამ ფაქტს მწარედ აზღვევინებდა. თუმცა, საქმე აქ სრულიად სხვაგვარად არის.

სუს-ი აჭარაში ისეთ საქმეებში ერევა და აკონტროლებს, რომელსაც მიშას დროსაც კი ვერავინ ბედავდა. საქმე შემდეგშია, რომ სუს-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო გადაწყვეტილებებში ერევა. როგორც ცნობილია, აჭარის პოლიციის უფროსის დანიშვნის მომხრე სუს-ი არ იყო. ეს ადამიანი, როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის დროინდელი კადრია, რომლის ბათუმში გადმოყვანის წინააღმდეგი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა. ამის გამო, ამ უწყებაში ძალიან დაბოღმილები არიან და მიზეზს ეძებენ, რომ ეს კაცი როგორმე თავიდან მოიშორონ. ამიტომაც ამ ვერსიის ლეგიტიმურობას  ადასტურებს. სუს-ი ჩასაფრებული იყო, რომ მიზეზი ჰქონოდა, რაც მძღოლის დაჯარიმების და დაკავების შემდეგ, აქციის მართვის სადავეების ხელში აღება სცადეს.

აქციაზე ღამე მოსულ რამდენიმე ახალგაზრდას იარაღიც დავუნახე, რომელსაც არც მალავდნენ და ეს ადამიანები ყველაზე რადიკალური ქცევებით გამოირჩეოდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრი შეშინებულს უფრო ჰგავდა, რომელიც რაღაცის წინაშე უძლური იყო.

– რას იტყვით თავად აჭარის პოლიციის უფროსის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე, რომლსაც მას ბათუმელები უყენებენ. რაში გამოიხატება პატრულის აგრესია და მიზანმიმართული მოქმედებები, რომელმაც ადგილობრივების ასეთი აგრესია გამოიწვია?

– რაც აჭარის პოლიციის უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა, პოლიციის ქმედება ადგილობრივების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული გახდა. თითქოს დარიგებულები არიან, რომ მათ ბათუმელების მიმართ, რეპრესიული ღონისძიებები განახორციელონ.

გასაგებია, რომ პოლიციამ კანონი უნდა დაიცვას მაგრამ, როცა ის აგრესიულად იქცევა და მოქალაქეს ერთი შელაპარაკების, ან პროტესტის გამოთქმის გამო იჭერს და რამდენიმედღიან პატიმრობას უსჯის, ეს საზოგადოების აგრესიას, ფაქტია გამოიწვევს. ახლა, სეზონი მოდის და ბათუმში ისედაც ვიწრო ქუჩების გამო, ქაოტურ მოძრაობაში, მაქანას ვერსად გააჩერებ.

მაღაზიაში ან აფთიაქში შევლა, რომ გინდა შიშით ვერ გაჩერდები, პატრული ესევე კუდზე გაჯდება. მერე ჯარიმის თანხასაც გააჩნია. ისედაც სოციალურად გაჭირვებულ და გაუბედურებულ ადამიანებს 20 ლარის მაგივრად 200 ლარს რომ უწერ და უსამართლოდ ექცევი, მოქალაქე ამას ხომ გააპროტესტებს? ამ ყველაფერს გაანალიზება სჭირდება. ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

– აქციაზე კეთდებოდა განცხადებები, რომ გორელი და მეგრელი პოლიციელები მუშაობენ. რატომ არის ასეთი აგრესია, ვინ ახდენს ამ ახალგაზრდების დამუშავებას, რომ სხვა რეგიონიდან ჩამოსული ბათუმში არ უნდა მუშაობდეს?

– ესეც შემოგდებული თემაა. რომელშიც კიდევ და კიდევ სუს-ის ხელწერას ვხედავ. თქვენ არ იცით რა ხდებოდა იმ ღამეს ხულოსა და სხვადასხვა აჭარის რეგიონებში. დღეს ვნახეთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ხულოში იყო და ადგილობრივებს შეხვდა. ხალხს, გარკვეული ჯგუფები, ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ და ამუშავებდნენ, რომ პოლიციის უფროსმა მათ „თათრები“ უწოდა. ამიტომ არიან დაკავებულთა შორის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ადამიანები.

ასევე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ხალხი სამუშაოდ არიან ქალაქში ჩამოსულები. თუმცა, ერთი რამის თქმა მინდა, რომ აქციაზე პოლიციის უფროსი ძალიან აგრესიულად და არაადეკვატურად იქცეოდა. ის ადგილობრივ მაცხოვრებლებს, როგორც მონებს და ხელქვეითებს ისე უყურებდა. მისი დამოკიდებუელბა და ცინიზმი, ხალხში უფრო აგრესიას იწვევდა. მღებრიშვილმა ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ის უნდა გადააყენოს, თორემ ვიღაც საზოგადოების აგრესიით კიდევ ისარგებლებს.

 

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....