“ჩემი შვილი ნაცემია. დაკავებისას მანქანა დააჯახეს. გადატანილი აქვს უმძიმესი ოპერაცია თავზე. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ვთხოვ მოვიდნენ. დაკავებისას ყვიროდა რომ მას რაღაც შეკვრა ჩაუდეს.
ჩხრეკას იქ მყოფები არ დაასწრეს”. – ასეთ განცხადებას აკეთებს ჟურნალისტი ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების შემდეგ.
შეგახსენებთ, ჟურნალისტის ვაჟი გუშინ საღამოს დააკავეს. მას ბრალი ედება ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში.