ახალი ამბები

„რუსთავი 2“-ი თავისუფალი მედია სულაც არ არის და სააკაშვილი  პირადად განიხილავს  გადაცემების შინაარს“

 

ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

ჯეჯელავას თქმით, სტრასბურგის მოსამართლემ გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიიღო, რადგან კომპანიამ აპოკალიფსი დაუხატა.

ამასთანავე როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს, რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა თუმცა არც კი განიხილება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ხელისუფლებამ მის აღსრულებაზე იფიქროს.

„რუსთავი2“-ს სურს ხელისუფლება დამარცხებულად წარმოაჩინოს, არადა ყველას კარგად გვახსოვს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სტრასბურგისადმი. სწორედ „რუსთავი 2“-ი არ აშუქებდა გირგვლიანისა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს, რაც სტრასბურგში მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ განიხილებოდა. დღეს კი იგივე ადამიანები სტრასბურგის გულმხურვალე დამცველებად გვევლინებიან.

სტრასბურგის მოსამართლემ გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიიღო, რადგან კომპანიამ აპოკალიფსი დაუხატა, თითქოს „რუსთავი2“ უკანასკნელი თავისუფალი მედიასაშუალევბაა და თუ გადაწყვეტილება აღსრულდება , თბილისის ქუჩებში ტრაგედიას უნდა ველოდოთო. მესმის, რომ სტრასბურგის მოსამართლე ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრასბურგის შვიდი მოსამართლის განსხვავებული გადაწყვეტილება იმ ერთ მოსამართლეზე მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა, ანუ გამოვიდოდა რომ სტრასბურგი ,როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია დაუბალანსებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ნებისმიერი თავმოყვარე ინსტიტუცია კარგად დაფიქრდება სანამ ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს მეორე დღეს განსხვავებულს. მოგეხსენებათ სტრასბურგს ქიბარ ხალვაშმა ქონებრივი უფლებების დარღვევის სარჩელით 10 წლის წინ მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია, როგორც ჩანს სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ქონებრივი ნაწილი აქტუალური არ იყო , რადგან ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

თუმცა წლების წინ ბიზნესმენს ქონება დაუწვეს და ქვეყნიდან გააქციეს. მთელ ამ პროცესში მთავარი მაინც ის არის, რომ სახელმწიფო დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებას სწავლობს“,-ამბობს ჯეჯელავა „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მეორე მხრივ უამრავი გაკვეთილი მივიღეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, აბსოლუტურად უპრინციპო პოლიტიკური ოპონენტების შემთხვევაში რათა მათ არ დავემსავსოთ, რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა თუმცა არც კი განიხილება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მის აღსრულებას იფიქროს.

განათლების მინისტრის განცხადებით, ეს იმით არის განპირობებული ,რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია. მისი თქმით,  პარალელურად ყველამ იცის რომ „რუსთავი 2“-ი  თავისუფალი მედია სულაც არ არის და ყველაზე კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა.

ჯეჯელავას მიაჩნია, რომ  სააკაშვილი ყოველდღიურად პირადად განიხილავს და დეტალურად ერკვევა გადაცემების შინაარსში“ რუსთავი 2“-ის  თანამშრომლებთან ერთად. ამიტომ ცდილობს „რუსთავი2“ ქვეყნიერების დასასრულის დახატვას.

იტვირთბა....