ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსი იქნება.

14 – 19 მარტს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +9, +14 გრადუსი იქნება.

იტვირთბა....