aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ლევან ვარშალომიძეს ტუფლი ვესროლე“: ვინ არის ბათუმის აქციის ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მერაბ ღოღობერიძე, როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ განაცხადა,  აჭარის პოლიციის ხელმძღვანელის კახა ბუხრაძის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორია. მისი თქმით,  განვითარებულ მოვლენებში პასუხისმგებლობა არა მას, არამედ, ხელისუფლებას ეკისრება.

„მეტრონომმა“ მოიძია ინფორმაცია მერაბ ღოღობერიძის შესახებ. როგორც ირკვევა, მას ბათუმში საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს – „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი”. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის 2012 წლიდან ოპოზიციის წინააღმდეგ აქციებს აწყობს. 2016 წლის 3 ივლისს, ღოღობერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ვარშალომიძეს სიტყვით გამოსვლისას ფეხსაცმელი ესროლა, რისთვისაც დააკავეს.

3 ივლისს, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა. სარფში მას მხარდამჭერები დახვდნენ. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა.

როგორც მაშინ შსს-ში განაცხადეს, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სასამართლომ ლევან ღოღობერიძე გაათავისუფლა, რის შემდეგაც მან ჟურნალისტებთან განცხადებაც გააკეთა.

„ის ფორმა, რომელიც მე გამოვიყენე, მიმაჩნია, რომ დემოკრატიული ფორმაა. შეიძლება ითქვას, რომ როცა ვესროლე, გადავეცი მესიჯი აჭარელი ხალხისგან. შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დამესხნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიციელი იყო, ვერ გაარჩევდი ვინ იყო პოლიციელი და ვინ პარტიის წევრი, მოხდა შეხლა-შემოხლა. სასამართლო შემოიფარგლა გაფრხილებით და მცნო დამნაშავედ”, – განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.

მოგვიანებით, ღოღობერიძემ ინციდენტს სოციალურ ქსელში პოსტიც მიუძღვნა:

„თავისუფალი ვარ, დიახაც, მიუხედავად იმისა, რომ “რუსთავი 2” -მა სიმართლე არ გააშუქა და თქვა, რომ მცდელობა იყო ფეხსაცმლის სროლის და აღკვეთილი იქნა დროულად, ტყუილია.

პ.ს. მოვახერხე მესროლა ლევან ვარშალომიძისათვის “ტუფლი” და გადავეცი, რომ ეს იყო აჭარელი ხალხისგან”, – დაწერა facebook-ზე ღოღობერიძემ მაშინ.

ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=0IpxaZvtZ6s

როგორც ირკვევა, 2015 წლის ოქტომბერში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წარმომადგენლების თქმით, ბათუმში, მერაბ ღოღობერიძე უზარმაზარი ლიურსმნებით შეიარაღებული შეიჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ჰოლში და ლურსმნებით ცდილობდა ადამიანების დაზიანებას. დაზიანება არავის არ მიუღია.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ომარ მეგრელიძის თქმით, რომელიც ინციდენტის თვითმხილველი იყო, აცხადებდა, რომ ის პოლიციას არ დაუკავებია.

ასევე ირკვევა, რომ მერაბ ღოღობერიძემ  ამ ინციდენტამდე დაახლოებით ერთი თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლს პომიდვრები დაუშინა. აქციები იმართებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთანაც. საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი აქციების დაშვების გამო უცხოელმა პარტნიორებმა მიუთითეს. მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდა მერაბ ღოღობერიძე ადმინისტრაციული წესით დაესაჯა.

 

იტვირთბა....