ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმში ორ დაკავებულს ოჯახის წევრები ვერ პოულობენ

ბათუმში საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ორი პირის ოჯახისთვის მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
დაკავებულთა ოჯახის წევრების განცახდებით, ისინი მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ მან ამდრომდე არ იცის მისი ქმარი სად იმყოფება. მისი თქმით, ის აქციის მონაწილე არ ყოფილა და სახლიდან მხოლოდ დილით გავიდა.

“ჩემი ქმარია დაჭერილი, არ ვიცი როდის დაიჭირეს.  მეზობლებმა მითხრეს რომ დილით დააკავეს.  არაფერი ვიცი, რის გამო დააკავეს”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ცოლი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. სასამართლოში შეკრებილი არიან დაკავებულების ახლობლები.

იტვირთბა....