ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მერაბიშვილზე უკეთესი იყო საკმარისი არ არის”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ბათუმში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:

„ყველაფერი დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის გატეხილი ცხვირით დაიწყო და მაშინ, 8 თებერვალს, ითქვა რომ ეს იყო „ნაცმოძრაობის“ პროვოკაცია. მერე კიდევ ბევრი იყო, ყველას ვერ ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე:

– კორცხალი ითქვა რომ იყო „ნაცების“ პროვოცირებული, მათი დადგმული და შესრულებული, მაშინ სხვებთან ერთდ კალაძემ თქვა ეს ბოკერიას პარტიის ხელკეტებია და მათ გაკეთებულიაო.

– ზუგდიდში ბავშვებისთვის წამების და გაუპატიურების ვიდეოების ჩვენება. ასევე გადაჭრით ითქვა რომ „ნაცების“ პროვოკაცია და მათი შესრულებული იყო, პრემიერი ღარიბაშვილი ამბობდა რომ ფოთსა და ზუგდიდში “თავისუფალმა ზონამ” შეკრიბა ბავშვები და აყურებინა.

– თარგამაძის მანქანის აფეთქება, ასევე ხელისუფლებამ განაცხადა რომ ეს საარჩევნოდ მათივე დადგმული და ორგანიზებული იყო, ბატონი კობახიძე ბრძანებდა დარწმუნებით ამის შეასხებ.

– პირადი ცხვორების ვიდეოები, პრემიერი ბრძანებდა რომ ვინც გადაიღო იგივე ატერორებს ქვეყანას და გამოუძიებელი არ დარჩებაო.

– გორში სროლა წინა საარჩევნოდ და ოცნების შტაბმა ოფიციალურად განაცხადა ბასიშვილის ხალხის დაგეგმილი და შესრულებულიაო.

– აღარ მინდა საბურავები და მსგავსი ამბები ეს ყველას გემახსოვრებათ.

კითხვა: მე იმ ადამიანებს მივეკუთნები, ვისაც ადვილად შეუძლია დაიჯეროს, ბევრი დარწმუნება არ ჭირდება ძველი და ახალი, წასული და დარჩენილი „ნაცების“ მიერ ორგანიზებული და შესრულებული ყველაზე მძიმე დანაშაულიც კი , თუკი ამის მტკიცებულება არსებობს. არც არაფერი გამაკვირვებს და არც არაფერი დაუჯერებელი არ იქნება.

თქვენგან განსხვავებით მათ მხარდამჭერი, დამფინანსებელი, დროშის მტარებელი არ ვყოფილვარ, 2004 წლიდან მოყოლებული. მაგრამ ამ სიტყვების, ბრალდებების, ისტერიული გარჩევების, 9 წლის ძახილის და პრინციპში, პირდაპირი მნიშვნელობით, სახელისუფლებო ჭორაობის მეტი რომ არაფერი გვინახავს 5 წელია ეს არის მთავარი პრობლემა.

ხელისუფლების და სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა საფრთხე აარიდოს, დაიცვას მოსახლეობა. ამაზე დიდი ფუნქცია მას არა აქვს და არ მოუგონიათ.

საფრთხის არიდება მისი გამომწვევი ფაქტორების განეიტრალებას ნიშნავს და არა მუდმივად ჭორაობას სამთავრობო პრესკონფერენციებაზე ამის შესახებ.

სინამდვილეში, თქვენ ხართ ერთადერთი ვისაც სჭირდება დღეს „ნაცმოძრაობა“, იმიტომ რომ მათ ფონზე იარსებოთ და 9 წელი აძახოთ.

ადვილია მერაბიშვილზე უკეთესი იყო. არ არის საკმარისი!

P.S. ტროლები, სანამ იქ რომ იყავი ტექსტს დაიწყებთ ყველა ამ თემაზე, ჩემი მაშინდელი რეაგირება, კომენტარები და პოზიცია გაიხსენეთ“, – წერს თინა ხიდაშელი.

იტვირთბა....