ბათუმში განვითარებული პროცესების საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთდროულად 13 სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, 2-ზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. არასრულწლოვანები დარბაზიდან გაათავისუფლეს. ერთ დაკავებულს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 5 დღით პატიმრობა განუსაზღვრეს.
ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ 40-მდე პირი დააკავა. გამომდინარე იქიდან რომ საქმე აღძრულია მასობრივი არეულობისა და საჯარო და სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდაცვის მუხლებით, სავარაუდოა რომ დანარჩენ პირებს გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარდა დაკავებული პირების ნაწილი სასხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს.