პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული ადამიანები მოინახულა. გიორგი კვირიკაშვილი ასევე აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. გუშინ ბათუმში საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„გუშინდელ ღამეს ჩვენ გავიარეთ ნამდვილად ძალიან სახიფათო ზღვარზე, მაგრამ ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევასრულეთ ამოცანა ისე და გამოვიყენეთ იმდენი ძალა, რამდენიც საჭირო იყო, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. კიდევ ერთხელ მინდა მოთმინებისთვის და გმირობისთვის მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს,“ – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელებს.