ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქვეყნის სოციალური სიდუხჭირის გეტოდ გადაქცევა მოხდა”

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი წუხელ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მწუხარებას გამოთქვამს. ის  სიტუაციის ასეთ დაპირისპირებაში გადაზრდას  ხელისუფლების მიერ ქვეყნის სოციალური სიდუხჭირის გეტოდ  გადაქცევას ასახელებს.

„სამართლიანი სოციალური მოთხოვნებით დაწყებული საპროტესტო აქცია კრიმინალური ხელისუფლების სრული უპასუხისმგებლობის გამო გადაიზარდა ძალადობასა და ანარქიაში. ბოლოს და ბოლოს, სანამ მინისტრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები, პოლიციელები, პრეზიდენტები გავხდებით, ჯერ ხო ადამიანები ვართ? და ადამიანური ზნეობრივი ნორმები ყოველგვარ კანონზე მაღლა დგას,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....