ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კითხვები უნდა დავუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ვანდალიზმს მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდა”

ბათუმში პრემიერ-მინისტრთან ერთად  ვიცე-პრემიერი, კახა კალაძეც იმყოფება, რომელმაც ჟურნალისტებთან წუხელ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.  ის ფიქრობს, რომ ამ საკითხზე გამოძიების ჩატარება მნიშვნელოვანია.  კალაძემ არეულობის შესაძლო ორგანიზატორებზეც ისაუბრა.

„კითხვები უნდა დავუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ვანდალიზმს მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდა. აკეთებდა განცხადებებს, რომ ქალაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადათ ვანდალიზმისთვის. ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება,“ – აცხადებს კახა კალაძე.

 

იტვირთბა....