ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული აქცია ბათუმში დღეს აღარ გაიმართება. ოპოზიციის წევრების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაიის წევრები წუხელ მომხდარ დაპირსპირებაში პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიის წევრები იღებდნენ. უმცირესობის წევრების თქმით ღამით დაწყებული პროტესტი ძალოვანი უწყებების მიერ იყო დაგეგმილი.
„შევთავაზეთ დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა მომიტინგეები და ბუნებრივია, იქნებოდა შესაძლებლობა იმისა, რომ მშვიდობიანი აქცია მშვიდობიანადვე დაშლილიყო. ნაცვლად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმ დათქმულ დროში სპეცრაზმი გამოუშვა და დაიწყო უკვე მეორე აქცია, რომელსაც, ბუნებრივია, მშვიდობიანთან კავშირი არ ჰქონდა.
ამ აქციის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ხშირად გვინახავს ჩვენი პარტიის ოფისთან მოსულები. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხან ჩვენი პარტიის ოფისს, ხან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კვერცხსა და ქვებს ესროდნენ. ამიტომ სრული უპასუხისმგებლობაა ამ მესიჯების ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით გადმოყვანა,“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.