სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დაპირისპირებაზე პატრიარქმა დღეს ქადაგებისას ისაუბრა.
”სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯობნის ნათელს. როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს და აბნელებს ჩვენს სულს, აბნელებს ჩვენს გონებას და ჩვენს სახლს. ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში და მანქანების მტვრევა. ძალიან ვწუხვარ.
სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს. სამწუხაროა, რომ ეს არეულობა ძალიან ხშირად ეკლესიასაც ეხება. უნდა ვეცადოთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სახლში და გონებაში. ასევე, ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს მაგალითი სიმშვიდისა”, – განაცხადა ილია მეორემ.