ბათუმში წინასწარი დაკავების ადგილებთან დღეს დილიდან ახლობლები და ოჯახის წევრები დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაგებას ცდილობდნენ. შს მისნტრის განცხადებით, პოლიციამ 40-მდე დემონსტრანტი აიყვანა, თუმცა სხვადასხვა წყაროებით დაკავებულთა რაოდენობა 150 ადმიანზე მეტია.
ახლობლების ნაწილს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია დაკავებულების შესახებ, თუმცა მათ ოჯახის წევრების ნახვის საშუალება არ მისცეს.
„ხალხი სამსახურში მომავალი დაიჭირეს და ვერ არკვევენ ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ არა,“ – აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.