ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

კვირიკაშვილის განცხადება ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

ბათუმში შექმნილ ვითრებასთან დაკავშირებით დილით გამთენიისას პრემიერ-მინიტრმა განცხადება გააკეთა და აქციის მონაწილეებს სიმშვიდიკენ მოუწოდა.

”ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში, ასევე ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმნისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა.

აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებულ იქნა, დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები, არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევას, შეგნებულად უკეტებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან”-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

იტვირთბა....