ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა

ბათუმში გუშინ დაპირისპირებაში გადაზრდილი აქციის შედეგად, დაახლოებით 33 ადამიანი დაშავდა, ხოლო 10-ზე მეტი დაზარალებულია. აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს ინტოქსიკაცია აქვს მიღებული, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, აქციის მსვლელობის დროს, დაშავებულია 15 სამართალდამცველია.

მიქელაძის თქმით, ამბულატორიული მკურნალობის შემდგომ, ყველა მათგანი გაწერილია.

ასევე, საავადმყოფოები დატოვეს ცრემლსადენი გაზის შედეგად მიყვანილმა პაციენტებმაც, რომელთაც ცრემლდენა და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.

მინისტრის თქმით, სტაციონარში ​მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება, სავარაუდოდ, ტვინის შერყევის დიაგნოზით.

იტვირთბა....