ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობის ნაწილი ცდილობს პოლიციის სამმართველოს ეზოში შეჭრას.
სამართალდამცველები რამდენიმე წუთია გზის გახსნას ცდილობენ.
პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ისმის შეძახილები: “ბათუმელებო, გამოდით, შემოგვიერთდით”.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ და დაკავებული 5 პირის გათავისთუფლებას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი და აქციის მონაწილე ამბობს, პოლიციის მხრიდან გაისმა შეურაცმყოფელი შეძახილები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ არ არ გაათავისუფლებენ დაკავებულებს. გაისმა ბათუმის პოლიციის უფროსის გადადგომის შესახებაც.
აქცია ამ წუთებშიც გრძელდება…