ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში მრავალსართულიანი პარკინგები 10 ლოკაციაზე აშენდება

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მრავალსართულიანი პარკინგების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა. მისი თქმით, მრავალსართულიანი პარკინგები 10 ლოკაციაზე აშენდება.

“დასრულდა მრავალსართულიანი პარკინგების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. თბილისის მერიამ ჩაიბარა აღნიშნული დოკუმენტი და ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება უახლოეს მომავალში. 10 ლოკაციაა შერჩეული საკმაოდ დატვირთული ადგილები, სადაც დიდია მოთხოვნა პარკინგებზე. ასე რომ, ამ ადგილებში აშენდება მრავალსართულიანი პარკინგები”, – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერიამ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის შენობების ასაშენებლად ტენდერები 2016 წლის აპრილში გამოაცხადა. მაშინ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ C.T. Park-ს ის ადგილები ჩამოერთვა, რომლებსაც პარკინგისთვის იყებენდნენ, რაც ქვეითებს გადააგილებაში ხელს უშლიდა. სწორედ ამ გაუქმებული პარკირების სანაცვლოდ დაიწყო მერიამ მრავალსართულიანი პარკირების პროექტის განხორციელება.

იტვირთბა....